Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ძოწენიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1929 წელს. 1931 წლიდან მოღვაწეობასა ეწეოდა იქვე (1933-1934წწ. - აგრეთვე ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში); 1936-1941წწ. მუშაობდა აგრეთვე თსუ-ის გეოლოგიის ინსტიტუტში; 1941 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში, სადაც ხელმძღვანელობდა გამოკვლევებს ვულკანოლოგიისა და ლითოლოგიის დარგში; 1951-1955წწ. იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი; 1955-1958წწ. პირველი ვიცე-პრეზიდენტი; 1955-1959წწ. და 1976 წლიდან პრეზიდიუმის წევრი; 1973 წლიდან იყო სსრკ გეოლოგთა, ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე; 1957-1959წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრის გამგე; 1958-1959წწ. ამავე უნივერსიტეტის რექტორი; სკკპ XXII-XXIV ყრილობებზე არჩეული იყო სკკპ ცენტრალური სარევიზიო კომისიის წევრად; 1959-1976წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცკ-ის ბიუროს წევრი, სსრკ უმაღლესი საბჭოს V-IX მოწვევების და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს IV-IX მოწვევების დეპუტატი. მისი ძირითადი სამეცნიერო შრომები ეხება პალეოვულკანოლოგიისა და ლითოლოგიის საკითხებს; საქართველოს მიოცენამდელი ვულკანური წარმონაქმნების კვლევის შედეგად დაასაბუთა მაგმატიზმის ქიმიური ევოლუციის დამოკიდებულება რეგიონის გეოტექტონური განვითარების ისტორიასთან; მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით ჩაეყარა საფუძველი საქართველოს ტერიტორიის სისტემურ ლითოლოგიურ კვლევას; ქუთაისის მიდამოებში აღმოაჩინა და შეისწავლა ანალციმიანი ქვიშაქვები; დაასაბუთა ვულკანიზმის როლი ლითოგენეზისსა და მადანთწარმოქმნაში; საფუძველი ჩაუყარა მოძღვრებას ვულკანოგენურ დანალექი ლითოგენეზისა და მადანთწარმოშობის შესახებ. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1948), სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.280 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |