Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ ძიძიგური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1938 წელს. 1952-1957წწ. განაგებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის სამთო განყოფილებას, რომლის ბაზაზეც მისი ინიციატივით 1957 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო საქმის ინსტიტუტი, რომლის პირველი დირექტორიც თვითონ იყო 1973 წლამდე. 1968-1970წწ. განაგებდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო მანქანების, მაღაროს სტაციონარული დანადგარებისა და ტრანსპორტის კათედრას. 1973 წელს დაინიშნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორად. ამ თანამდებობაზე იგი 1981 წლამდე მუშაობდა. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო მოიცავდა სამთო საქმის თითქმის ყველა მიმართულებას. ა. ძიძიგურის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით შესრულდა ფუნდამენტური გამოკვლევები საშახტო სტაციონარული დანადგარების, საშახტო ჰიდროაერომექანიკისა და სავენტილაციო სისტემის, სამთო თბოფიზიკის, მილსადენი ტრანსპორტისა და მრავალფაზოვანი ნაკადების, საბურღი დანადგარების რეჟიმების აქტუალური პრობლემების გადასაწყვეტად. ავტორია 300-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომისა, მათ შორისაა 10 მონოგრაფია, 5 სახელმძღვანელო და 40-ზე მეტი გამოგონება. წყარო: ქარტული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.278; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: gtu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.266 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |