Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მელიქიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1939 წელს. 1944 წლიდან მუშაობდა ისტორიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად. 1965-1999წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი; 1999-2002წწ. ამავე ინსტიტუტის საპატიო დირექტორი. გ. მელიქიშვილის ფუნდამენტურმა ნაშრომებმა ძვ. აღმოსავლეთის ისტორიისა და ფილოლოგიის დარგში, ახალი ეტაპი შექმნეს მსოფლიო ურარტოლოგიაში. იგი ავტორია აგრეთვე მრავალი გამოკვლევისა ხურიტების, ხეთების, ასურეთის, ზაგროსის მთიანეთისა და ძვ. აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ისტორიაში. ასურული და ურარტული წერილობითი წყაროების შუქზე გამოიკვლია უძველესი ქართველური პოლიტიკური გაერთიანებების - კულხასა და დიაუხის ისტორიის საკითხები; დაამუშავა საქართველოს ძვ. ისტორიისა და ფეოდალური ხანის მრავალი კარდინალური პრობლემა; ძვ. წინა აზიისა და კავკასიური უძველესი კლასობრივი პრობლემა; ძვ. წინა აზიისა და კავკასიის უძველესი კლასობრივი საზოგადოებების (მათ შორის საქართველოს) სოციალურ-ეკონომიკური წყობა. იყო "საქართველოს ისტორიის ნარკვევების" რვატომეულის მთავარი რედაქტორი, I ტომის რედაქტორი და იმავე ტომის ერთ-ერთი ავტორი; მონაწილეობდა სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადება-გამოცემაში, თანამშრომლობდა ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციასთან; იყო მეცნიერთა არაერთი საერთაშორისო ფორუმის მონაწილე მიუნხენსა და მოსკოვში (1957, 1966), სტოკჰოლმსა და ლოს-ანჟელესში (1960, 1973), ტოკიოსა და ჩიკაგოში (1968, 1973). 2010 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დააწესა გ. მელიქიშვილის სახელობის პრემია. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ.,1983.- გვ. 558; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.263; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |