Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბენედიქტე ბალავაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ღანირი, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1931 წელს. 1931-1932წწ. იყო გეოფიზიკის ობსერვატორიის ადიუნქტი; 1934-1939წწ. გეოფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1938-1939წწ. სწავლული მდივანი; 1941-1943წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკისა და გეოფიზიკის ინსტიტუტის დედამიწის ქერქის ფიზიკის განყოფილების გამგე; 1943-1950წწ. ფიზიკისა და გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1950-1953წწ. ფიზიკისა და გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1938-1957წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დოცენტი; 1968-1991წწ. კათედრის გამგე; 1957-1999წწ. პროფესორი; 1987-2006წწ. გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მრჩეველი. მისი შრომები ეხება დედამიწის ქერქის აგებულებისა და სასარგებლო წიაღისეულის გრავიმეტრიული შესწავლის მეთოდების დამუშავებას, სიმძიმის ძალის პირდაპირი და შებრუნებული ამოცანების ამოხსნას, კავკასიის ტერიტორიისა და მიმდებარე ზღვების აკვატორიების გრავიტაციული ველის გამოკვლევას. არის 198 სამეცნიერო ნაშრომისა და 4 მონოგრაფიის ავტორი. მიღებული აქვს ო. შმიდტის სახელობის (1979), ს. კოროლიოვის სახელობის (1988) და ნ. პოლიუგინის სახელობის (1991) ორდენები. სადოქტორო დისერტაციის თემა - "გრავიტაციული ველი და დედამიწის ქერქის აგებულება საქართველოში", დაიცვა 1955 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.341; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.453 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |