შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პაატა იმნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1976 წელს. 1992-2010წწ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი; 1997 წელს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კათედრის დოცენტი; 1997–1998წწ. მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერ მუშაკი; 2005 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის კათედრის სრული პროფესორი; 2013 წლიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე და ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელია. ასხუთი სამეცნიერო ნაშრომისა და მიკრობიოლოგიის ორი სახელმძვანელოს ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა ნაწლავის მიკროფლორა და იმუნური სტატუსი", დაიცვა 1983 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.130 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |