The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ იოსელიანი

თეიმურაზ იოსელიანი
Date of birth:21 October, 1929
Date of death:16 July, 2013  (at 83 years)
Category:Biologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ზოოლოგიის სპეციალობით 1955 წელს.

1958-1964 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1964-1976 წწ. ამავე ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომელად; 1976-1983 წწ. ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გარდა ამისა, 1960-1970 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანთა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის დოცენტად; 1969-1978 წწ. ამავე კათედრის პროფესორი; 1978-2006 წწ. კათედრის გამგე და 1970 წლიდან ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, სოროსის ფონდის პროფესორი. 1974 წელს კითხულობდა ლექციების კურსს იენის (გერმანია), 1980 წელს ლუელის (აშშ) და 1985 წელს ჰომბურგ–საარის (გერმანია) უნივერსიტეტებში. არის ასოცდაათზე მეტი ნაშრომის და მათ შორის მონოგრაფიის - "ზურგის ტვინის ინტეგრაციული მოქმედებების ნერვული მექანიზმები" და სახელმძღვანელოების: "კუნთოვანი და ნერვული სისტემების ზოგადი ფიზიოლოგია", "ზოგადი ნეიროფიზიოლოგია", "ფიზიოლოგია, ვისცერალური სისტემები" ავტორი. ფიზიოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს პროფესორი. მიღებული აქვს ორიათასწლეულის საპატიო ოქროს მედალი (2000) და 1998 წლის აშშ-ს გამოჩენილი ადამიანის წოდება.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ჟელატინოზური სუბსტანციის როლი ზურგის ტვინის რეფლექსურ მოქმედებაში", დაიცვა 1959 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ზურგის ტვინის ინტეგრაციული ნერვული მოქმედების მექანიზმები", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ქართული პრესის ელექტრონული არქივი: opentext.org.geსაქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.166; წიგნი ღირსებისა: . 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.360

Member of Organizations

  • ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1995-)
  • თავის ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაცია, წევრი (1974-)
  • მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1994-)
  • ნიუ–იორკის აკადემია, ნამდვილი წევრი (1995-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია , აკადემიკოსი (1983-)
  • საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდენტი (1994-)
  • საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი
  • ფიზიოლოგიის ინსტიტუტთან არსებული სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალური საბჭო, თავმჯდომარე (1976-1979)

Awards and Honors

  • 2003 - ქუთაისის საპატიო მოქალაქე
  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    ზოგადი ნეიროფიზიოლოგია : სახელმღვ. უმაღ. სასწ. სტუდ. / თეიმურაზ იოსელიანი .- თბილისი : უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1993. - 310გვ.
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ნეიროფიზიოლოგიის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

Bibliography


Share: