Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა ისაკაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი დეკორატიული მებაღეობის და ლანდშაპტური არქიტექტურის განხრით 1959 წელს. 1959-1976წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის უფროსი დეკორატორი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, მთავარი დეკორატორი, ლანდშაპტური არქიტექტურის განყოფილების გამგე; 1956-1963წწ. მწვანე მშენებლობაში ქართული ჩუქურთმის დანერგვის ავტორი; 1959-1994წწ. ყვავილების საკავშირო, რესპუბლიკური და საქალაქო გამოფენების ავტორი; 1969-1974წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს გამწვანების მეურნეობის ტრესტის მმართველი; 1974-1978წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიური განყოფილების სწავლული მდივანი; 1990-1997წწ. თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის გამწვანების სამსახურის უფროსი, ამავე უნივერსიტეტის დოცენტი; 1982-1990წწ. მცხეთის რაიონისა და 1995 წლიდან თბილისის მთავარი დეკორატორი; 1995-2002წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოცენტი; 2003-2005წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დეკორატიული მებაღეობის და ლანდშაპტური არქიტექტურის კათედრის გამგე; გაფორმებული აქვს მრავალი ობიექტი. ქ. თბილისის მთავარი დეკორატორი. არის საერთაშორისო, საკავშირო, რესპუბლიკური სიმპოზიუმებისა და კონფერენციების მონაწილე; ასამდე პუბლიკაციისა და ექვსი მონოგრაფიის ავტორი. დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია 1964 წელს. წყარო:city.kvira.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.358; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.348 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |