Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გუბაზ სანიკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1989 წელს. 1990-1991წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი; 1993-1999წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ძველი მსოფლიო ისტორიის კათედრის დოცენტი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ამბროლაურის №44 საარჩევნო ოლქიდან - "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი"; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008წ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №59 ქუთაისის საარჩევნო ოლქიდან; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "რომი და ელინო-ელინისტური სამყარო ძვ. წ. II საუკუნის პირველ ნახევარში", დაიცვა 1993 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ანტიკურ-რომაული რესპუბლიკის კრიზისი და დაცემა (ძვ. წ. I ს.)", დაიცვა 1999 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 307 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |