Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ ერგემლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი 1978 წელს. 1978-1989წწ. იყო საკონსტრუქტორო ბიუროს მხატვარ-კონსტრუქტორი. 1981 წლიდან იყო ანსამბლ "75" წევრი; 1982-2004წწ. საქართველოს ტელე-რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის რედაქტორი; 2006-2007წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიის მუსიკალური გადაცემის პროდიუსერი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: საარჩევნო ბლოკი: "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2009-2011წწ. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრი; 2011-2012წწ. საქართველოს კონტროლის პალატის 2011 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.157 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |