Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან ლომთათიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის საენათმეცნიერო განყოფილება 1931 წელს. 1932-1934წწ. მუშაობდა მეცნიერ თანამშრომლად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმსა და ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში; 1938-1940წწ. უძღვებოდა ზოგადი ენათმეცნიერების კურსს სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1953-1963 წლებსა და 1975-1987 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, 1987 წლიდან გარდაცვალებამდე - ამავე ინსტიტუტის დირექციის მრჩეველი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იკვლევდა აფხაზურ-ადიღური, აგრეთვე ქართველური ენების გრამატიკის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს. საფუძველი ჩაუყარა აფხაზური ენისა და მისი დიალექტების ისტორიულ-შედარებითი მეთოდით შესწავლას. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.285; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.128; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.325; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.414 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |