The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან ლომთათიძე

ქეთევან ლომთათიძე
Date of birth:11 February, 1911
Date of death:22 September, 2007  (at 96 years)
Category:Linguist, Scientist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის საენათმეცნიერო განყოფილება 1931 წელს.

1932-1934წწ. მუშაობდა მეცნიერ თანამშრომლად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმსა და ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში; 1938-1940წწ. უძღვებოდა ზოგადი ენათმეცნიერების კურსს სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1953-1963 წლებსა და 1975-1987 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, 1987 წლიდან გარდაცვალებამდე - ამავე ინსტიტუტის დირექციის მრჩეველი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იკვლევდა აფხაზურ-ადიღური, აგრეთვე ქართველური ენების გრამატიკის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს. საფუძველი ჩაუყარა აფხაზური ენისა და მისი დიალექტების ისტორიულ-შედარებითი მეთოდით შესწავლას.  

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.285; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.128; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.325

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1979-2007)

Awards and Honors

  • 2000 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში 1976-1997 წლებში გამოცემულ შრომათა ციკლისათვის "ქართველიურ და აფხაზურ-ადიღეურ ენათა კვლევის სფერო"
  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1987 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1981 - ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1961 - აფხაზეთის ასსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1960 - ლენინის ორდენი
  • 1953 - საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: