Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გუჩა კვარაცხელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართველურ ენათა განყოფილება 1963 წელს. 1967-1970წწ. - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1970-1993წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1993წწ. - წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-2006წწ. - ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 2002-2006წწ. - ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების გამგის მოვალეობის შემსრულებელი; 2006 წლიდან - მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 1970-1977წწ. - ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1978-1988წწ. - ამავე ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის დოცენტი; 1988-1994წწ. - ქართული ენის კათედრის პროფესორი; 1992 წელს - საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი; 1993-1994წწ. - არაქართველთათვის ქართული ენის სწავლების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გამგე; 1989-1994წწ. - ქართული ენის კათედრის გამგე; 1999-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი; 2005 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი. გამოქვეყნებული აქვს 130 სამეცნიერო ნაშრომი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მეტყველების სტილის სტატისტიკური ანალიზი", დაიცვა 1968 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "სამეცნიერო და საგაზეთო–პუბლიცისტურ სტილთა ფუნქციური სისტემები", დაიცვა 1986 წელს. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.268; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 186-187 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |