Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1953 წელს. 1957 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1972 წლიდან იყო ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1977 წლიდან ხელმძღვანელობდა მისივე ინიციატივით შექმნილ არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 1966 წლიდან ოთარ ლორთქიფანიძე სათავეში ჩაუდგა ვანის არქეოლოგიურ ექსპედიციას. მისი კვლევის საგანი იყო ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორია არქაული ეპოქიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე. 1977 წლიდან მისი ინიციატივით ეწყობოდა შავიზღვისპირეთის ძველი ისტორიული და არქეოლოგიური საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმები. 1985 წელს დააფუძნა ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელშიც განთავსებულია ვანის ნაქალაქარზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა (4 000-ზე მეტი ექსპონატი). მისი კონცეფციით შეიქმნა ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი. იგი იყო სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი საზღვარგარეთ მოწყობილი არაერთი არქეოლოგიური გამოფენისა (მოსკოვში, საარბრიუკენში, შტუტგარტში, ბრაუნშვაიგში, ბონში, ბოხუმში, ვისბადენში). გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი ნაშრომი (მონოგრაფიები და სტატიები მრავალ ენაზე). 1991 წელს გერმანიაში გამოცემულ ო. ლორთქიფანიძის წიგნს - "Archologie in Georgien" - მიენიჭა ქალაქ მაინცის არქეოლოგიური საზოგადოების მედალი. არის ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. მისი სახელი მინიჭებული აქვს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალს და ქუჩას რომელზეც მუზეუმი მდებარეობს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1969). საკანდიდატო დისერტაციის თამა - "ხელოსნური წარმოება და ვაჭრობა მცხეთაში ახალი წელთაღრიცხვის I-III საუკუნეებში", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო ისერტაციის თემა - "ანტიკური სამყარო და ძველი საქართველო", დაიცვა 1966 წელს. წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდი: tsu.ge; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.129; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.315; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.433-434 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |