Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ სილაგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ცაგერი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით 1977 წელს, ხოლო 1988 წელს - ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გერმანული ენის სპეციალობით. 1981–2006 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი, დოცენტი; 1986–1992 წწ. ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი; 1992 წელს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე; 1992–1998 წწ. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი; 1998–2006 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, კათედრის გამგე. 2003-2005 წწ. ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის გამგე; 2005 წელს - უნივერსიტეტის კოორდინატორი ეკონომიკურ მეცნიერებათა დარგში; 2005 წლიდან - უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, N45 ცაგერის საარჩევნო ოლქიდან; 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, წიგნის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის: "ეკონომიკური ცოდნის საწყისები" (1991), "ეკონომიკური აზრის ისტორიის ზოგიერთი საკითხი" (1996), "გვარ–სახელები საქართველოში" (1996), "ეკონომიკური აზრის ისტორიის საკითხები" (2001), "ეკონომიკური ლექსიკონი" (2001), "მაკროეკონომიკური მეთოდები და მოდელები" (2003), "ბუღალტრული აღრიცხვის განმარტებითი ლექსიკონი" (2005), "მიკროეკონომიქსი" (2006), "პოსტკომუნისტური ფინანსური პოლიტიკა" (2008 ) და სხვა. 2013 წლიდან არის თსუ საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ხელმძღვანელილი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს ლონდონის ა. სმითის სახელობის ინსტიტუტის "ადამ სმითის მედალი" (1996). წყარო: საქართლელოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.190; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 312; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.238 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |