The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე

ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე
Date of birth:1 April, 1925
Date of death:2 March, 2017  (at 91 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს; მოსკოვის საერთაშორისო სამედიციმო აკადემიის პედიატრიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატურა.

1950 წელს იყო სოხუმის სანეპიდ სადგურის სანიტარული ექიმი; 1950-1953წწ. სოხუმის ჩვილ ბავშვთა სახლის ექიმ–ორდინატორი; 1957-1960წწ. აფხაზეთის ავტონომიური ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პედიატრი და სოხუმის ბავშვთა საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1960-1961წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პედიატრიის ს/კ ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1962-1966წწ. სწავლული მდივანი და დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში.1966 წლიდან არის ჰემატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი.

გამოქვეყნებული აქვს ასსამოცი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ოთხი მონოგრაფია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ყივანახველის კლინიკის ჰემატოლოგიური მაჩვენებლები", დაიცვა 1962 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა– "ჯანმრთელ ბავშვთა და მოზარდთა პერიფერიული სისხლის ასაკობრივი თავისებურებანი საქართველოს რესპუბლიკაში", დაიცვა 1979 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.149; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.63

Member of Organizations

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხარისხების მიმნიჭებელი საბჭო
  • მედიკო–სოციალური აკადემია, ვიცე–პრეზიდენტი
  • ნეონატოლოგთა ასოციაციის გამგეობა, წევრი
  • ონკო ჰემატოლოგთა ასოციაცია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს ბავშვთა ანემიების ცენტრი, სამეცნიერო–პრაქტიკული ხელმძღვანელი
  • საქართველოს მედიკო–სოციალური და მედიკო–ბიოლოგიური აკადემია
  • საქართველოს პედიატრთა ასოციაცია, პრეზიდენტი (2002-)
  • საქართველოს პედიატრთა ასოციაციის გამგეობა, წევრი
  • საქართველოს პერინატალოგთა ასოციაიციის გამგეობა, წევრი

Awards and Honors

  • 2015 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 1997 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: