Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რეზო ესაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1956 წელს; 1965 წელს კინემატოგრაფისტთა საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი მოსკოვში. 1955-1957წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე უნივერსიტეტის იუმორისტული გაზეთის "ჭინჭრაქას" რედაქტორი; 1956-58წწ. იყო თბილისის 23-ე საშუალო სკოლის ფიზიკისა და ასტრონომიის მასწავლებელი; 1960 და 1974-1989წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმის", 1965-1974წწ. "ლენფილმის" რეჟისორი; 1972 წელს საქართველოს ტელეფილმების სტუდიის რეჟისორი; 1979-1989წწ. გაერთიანება "დებიუტის" მხატვრული ხელმძღვანელი; 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა სტუდია "+1"-ს. იყო თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სრული პროფესორი. მიღებული აქვს კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენი; რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზები. 2019 წლის თებერვალში კინო თეატრ "რუსთაველის" წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.236 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |