შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესარიონ ზოიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დაბაძველი, შუახევის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1976 წელს. 1980 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 1982 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი, კერძო სამართლის განყოფილების გამგე; 1994-1999წწ. - ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, დირექტორი; 2015 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერძო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1996). საკანდიდატო დისერტაცია თემა -"სახეშეკრულებო და დელიქტური პასუხისმგებლობის თანაფარდობა სამოქალაქო სამართალში", დაიცვა 1980 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -"ფეოდალური საქართველოს მემკვიდრეობითი სამართალი", დაიცვა 1994 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.555; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.185 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |