The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ზუმბურიძე

ოთარ ზუმბურიძე
Date of birth:28 October, 1945  (78 years)
Category:Inventor, Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქლუხორის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაქულტეტი, ელექტროინჟინრის კვალიფიკაციით 1967 წელს; 1977-1978წწ. - ლონდონის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯის სტაჟიორი.

1968-1970წწ. - საქართველოს ტელე-რადიოცენტრის ინჟინერი, უფროსი ინჟინერი; 1970-1976წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალარხიანი-ელექტრიკავშირგაბმულობის კათედრის ასისტენტი; 1976-1993წწ. - ამავე კათედრის უფრისი მასწავლებელი, დოცენტი; 1993 წლიდან კათედრის პროფესორი, სრული პროფესორი; 1990-1994წწ. - კავშირგაბმულობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში; 1994-2005წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო მეთოდური სამმართველოს უფროსი, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი; 2006-2007წწ. - რექტორის მრჩეველი, საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი; 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი; 1994-2007წწ. - საეთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანიის მარკეტინგის დირექტორი, ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პრეზიდენტი, გენერალური დირექტორი; 1996-2001წწ. - ევროპის საბჭოს პროგრამა ტემპუსი-ტასისის" პროექტების კოორდინატორი; 1999-2003წწ. - ევროპის საბჭოს აკადემიური ექსპერტი უმაღლესი განათლების სფეროში, საფრანგეთი ქ. სტრასბურგი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. გამოქვეყნებულია აქვს 85 სამეცნიერო შრომა, სამი სახელმძღვანელო, ორი მონოგრაფია (ინგლისურ და რუსულ ენაზე); არის ორი გამოგონების ავტორი. კავშირგაბმულობის პროცესების ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1996).
სადოქტორო დისერტაციის თემა -"სატელევიზიო გამოსახულების ეფექტური ვექტორული კვანტირება" დაიცვა 1993 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.192; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.111

Member of Organizations

  • Sigma Xi (The Scientific Research Society, USA) - ამერიკის სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ელექტრონიკის და ელექტროტექნიკის ინსტიტუტი (IEEE) (USA) (აშშ), წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წავრი
  • ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო აკადემია, წევრი, საქართველოს განყოფილების სწავლული მდივანი

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების მედალი
    საქართველოში ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის
  • ღირსების ორდენი

Bibliography


Share: