შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ზუმბურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქლუხორის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაქულტეტი, ელექტროინჟინრის კვალიფიკაციით 1967 წელს; 1977-1978წწ. - ლონდონის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯის სტაჟიორი.
1968-1970წწ. - საქართველოს ტელე-რადიოცენტრის ინჟინერი, უფროსი ინჟინერი; 1970-1976წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალარხიანი-ელექტრიკავშირგაბმულობის კათედრის ასისტენტი; 1976-1993წწ. - ამავე კათედრის უფრისი მასწავლებელი, დოცენტი; 1993 წლიდან კათედრის პროფესორი, სრული პროფესორი; 1990-1994წწ. - კავშირგაბმულობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში; 1994-2005წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო მეთოდური სამმართველოს უფროსი, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი; 2006-2007წწ. - რექტორის მრჩეველი, საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი; 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი; 1994-2007წწ. - საეთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანიის მარკეტინგის დირექტორი, ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პრეზიდენტი, გენერალური დირექტორი; 1996-2001წწ. - ევროპის საბჭოს პროგრამა ტემპუსი-ტასისის" პროექტების კოორდინატორი; 1999-2003წწ. - ევროპის საბჭოს აკადემიური ექსპერტი უმაღლესი განათლების სფეროში, საფრანგეთი ქ. სტრასბურგი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. გამოქვეყნებულია აქვს 85 სამეცნიერო შრომა, სამი სახელმძღვანელო, ორი მონოგრაფია (ინგლისურ და რუსულ ენაზე); არის ორი გამოგონების ავტორი. კავშირგაბმულობის პროცესების ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1996).
სადოქტორო დისერტაციის თემა -"სატელევიზიო გამოსახულების ეფექტური ვექტორული კვანტირება" დაიცვა 1993 წელს.
წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.192; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.111 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |