Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ჭავჭანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1941 წელს. 1950-1960წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში. 1960-1981წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი. 1969 წლიდან სათავეში ჩაუდგა თსუ-ის თეორიული კიბერნეტიკის კათედრას. 1980-იანი წლებიდან ხელმძღვანელობდა ა. ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის მანქანური ინტელექტის პრობლემების განყოფილებას. გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, არის 20-ზე მეტი გამოგონებისა და მონოგრაფიის ავტორი. ვ. ჭავჭანიძის შრომები ეხება ფიზიკის, გამოყენებითი მათემატიკის, კიბერნეტიკისა და ხელოვნული ინტელექტის თეორიის საკითხებს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.- გვ. 379; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.362 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |