Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რაფიელ დვალი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი 1931 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა ინჟინერ-კონსტრუქტორად, ხოლო 1932 წლიდან - კონსტრუქტორ-მკვლევრად ამიერკავკასიის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ინსტიტუტში. 1943-1946წწ. იგი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტია, ასევე, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის საცდელი სადგურის დირექტორი. 1946 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აყალიბებს ავტომობილების, ტრანსპორტის და ავტო-სატრაქტორო ძრავების კათედრას და უდგება მას სათავეში. 1948-1963წწ. რ. დვალი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომობილების, ტრაქტორებისა და ავტო-სატრანსპორტო ძრავების კათედრას განაგებდა. 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დირექტორად (რექტორად) დაინიშნა; 1971 წელს აირჩიეს გერმანიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორად; 1972 წელს დრეზდენის ტენიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად; 1972 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტს. ინსტიტუტი დღეს მის სახელს ატარებს. რ. დვალის მეცნიერულ შრომების დიდი ნაწილი მიძღვნილია მობილური მანქანების თეორიის საკითხისადმი, მან პირველმა ჩაატარა ფერდობზე ტრაქტორის მუშაობის თეორიული გამოკვლევა, დაადგინა მთის ტრაქტორის ძირითადი პარამეტრების განსაზღვრის მეთოდი, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრაქტორის თეორიის განვითარებაში; ოთხჯერ იყო არჩეული საქართველოს უმაღლესი საბწოს დეპუტატად, ორჯერ - უმაღლესი საბწოს თავმჯდომარედ; მისი თავდადებული შრომა ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ მთავრობის მიერ უმაღლესი ორდენებითა და მედლებით იქნა აღნიშნული. დაიმსასურა "სამამულო ომის II ხარისხის" ორდენი და 12 მედალი, მათ შორის: "კავკასიის დაცვისათვის", "გერმანიაზე გამარჯვებისათვის", "შრომითი მამაცობისათვის", საიბილეო ნიშანი "სსრ კავშირისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის 20 წელი", "უნგრეთის მანქანათმშენებლობის წარჩინებული ინჟინერი" და სლოვაკიის მეცნიერებათა აკადემიის დიდი ოქროს მედალი. მისი სახელი მიენიჭა ამბროლაურის პირველ საშუალო სკოლას და ქუჩებს თბილისში და ამბროლაურში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ., 1978.-გვ.490; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 32-34 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |