Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფილიპე ზაიცევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კიევი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1900 წელს. 1902 წელს იგი იწყებს დიდ სამუშაოს ნოვგოროდის გუბერნიის ხეშეშფრთიანი და ქერცლფრთიანი მწერების ფაუნის შედგენილობის შესასწავლად. 1911 წელს მიწადმოქმედების დეპარტამენტის დავალებით მიავლინეს თბილისში და დაავალეს ამიერკავკასიაში გამოყენებით ენტომოლოგიაში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მოწყობა და ამასთან დაკავშირებით თბილისის ბოტანიკურ ბაღთან ენტომოლოგიური კაბინეტის დაარსება. ამ წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ფ. ზაიცევმა მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება მიუძღვნა საქართველოში და, საერთოდ კავკასიაში ფაუნის შესასწავლად სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაციის საქმეს. 1920 წელს იგი სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის კათედრას. 1920-1928წწ. იგი თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის პროფესორი და დეკანია, ხოლო 1929-1936წწ. - რექტორი. ფ. ზაიცევის მეცნიერული ინტერესების სფერო იყო ენტომოლოგია, რომელსაც მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა. იგი 125-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4.-თბ.,1979.- გვ. 475; საქართველო: ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge; geonecropol.com Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |