შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგი დურმიშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი 1931 წელს. 1935-1960წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ბიოორგანული ქიმიის კათედრაზე. 1943-1954წწ. იყო საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1954-1955წწ. - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. 1971 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია და ამავე წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი. მუშაობდა მეორეულ და უცხო ნაერთთა ბიოქიმიის დარგში. ბიოქიმიკოსი, მცენარეთა ბიოქიმიისა და ტექნიკური ბიოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1952). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 3.-თბ., 1978.-გვ.656; cyc.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |