შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ კიკნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალშენი, ხონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1954 წელს. 1954–1964წწ. იყო რუსთაველის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე;1964–1973წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს თეატრალური განყოფილების უფროსი და რედაქტორი. 1973–2005წწ. იყო თეატრალური ინსტიტუტის პრორექტორი. გამოქვეყნებული აქვს 40–მდე წიგნი, მათ შორის მონოგრაფიები: "სანდრო ახმეტელი", "სანდრო ახმეტელის ცხოვრება", "დ. კლდიაშვილის თეატრი", "ჩვენი ეროსი", "სივრცე თეატრისა", "რუსთაველიდან გალაქტიონამდე", "ნარკვევები პეჟისურის ისტორიიდან", "გამოთხოვება მოგონებებთან", "ქართული თეატრის ისტორია". სადოქტორო დისერტაციის თემა – "სანდრო ახმეტელის შემოქმედება", დაიცვა 1993 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 30-31 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |