შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო ტეფნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ადიგენი. დაამთავრა თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი თვითმფრინავების რადიოელექტრონული მოწყობილობების სპეციალობით 1975 წელს; კიევის სამოქალაქო ავიაციის საინჟინრო ინსტიტუტი 1984 წელს; მოსკოვის სამოქალაქო ავიაციის საინჟინრო ინსტიტუტის ასპირანტურა 1990 წელს. 1975 წელს იყო ქ. თბილისის აეროპორტის საავიაციო-ტექნიკური ბაზის ავიატექნიკოსი; 1975-1977წწ. იმყოფებოდა სამხედრო-სავალდებულო სამსახურში (ქ. რუბცოვსკი); 1984–1992წწ. თბილისის გაერთიანებული ავიარაზმი, მფრინავი, ინჟინერ-ინსტრუქტორი, პარალელურად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმფრინავმშენებლობის კათედრის დოცენტი; შესრულებული აქვს 7000-ზე მეტი უავარიო ფრენა-საათი; 1992–2005წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტის დირექტორი; ჟურნალ "საჰაერო ტრანსპორტი"-ს მთავარი რედაქტორი; 2005 წლიდან არის საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი. მრავალი სამეცნიერო სტატიის, მონაგრაფიის, სახელმძღვანელოს ავტორი, საგრანტო პროექტების მონაწილე და ძირითადი შემსრულებელი. კემბრიჯის საერთაშორისო ცენტრის მიერ საგანმანათლებლო სფეროში გაწეული ღვაწლისათვის დაჯილდოებულია დიპლომითა და მედლით. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1990 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "საჰაერო ხომალდების ფრენის უსაფრთხოების შეფასების მეთოდოლოგია აფრენა–დაფრენის ეტაპებზე საექსპლუატაციო ფაქტორების გათვალისწინებით და მათემატიკური მოდელირების გამოყენებით", დაიცავ 1999 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში = Who is who in Georgia, 2009 : ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 209. - გვ.373; საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პორტალი : ssu.edu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.108 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |