Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ტვილდიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი რცხმელური, ლენტეხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს. 1958–1961წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1963 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კარდიოლოგიური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1961–1969წწ. ჯანდაცვის სამინისტროს თერაპიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, კლინიკური ელექტროფიზიოლოგიის განყოფილების გამგე; 1969–1973წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო, 1973–1975წწ. პედიატრიული ფაკულტეტებისა და საფაკულტეტო თერაპიის კათედრის პროფესორი; 1975–1989წწ. პედიატრიული ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის გამგე; 1989–2000წწ. სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის გამგე; 1972–1975წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი; 1989–1995წწ. პრორექტორი სასწავლო დარგში. არის 200–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის – 3 გამოგონების, 12 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოების. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის მექანიკური გაღიზიანების გავლენა გულზე", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "გვირგვინოვანი სისხლის მიმოქცევის მოშლის მოდელირება და მისი პათოგენეზის საკითხები", დაიცვა 1965 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.263; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.78; კარგ ქართველთა საფლავები: საბურთალოს კომერციულ სასაფლაო: geonecropol.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |