The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ ტურავა

მერაბ ტურავა
Date of birth:23 September, 1964  (59 years)
Category:Public official, Lawyer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1990 წელს; 1989–1990 წწ. სწავლობდა სამართალმცოდნეობას იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში; 1990–1991 წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტი; 1992–1997 წწ. - ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი და სისხლის სამართლებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი; 1997 წელს დაიცვა სამეცნიერო დისერტაცია თემაზე: "Straftatsysteme in rechtsvergleichender Sicht unter besonderer Berücksichtigung desSchuldbegriffs. Ein Beitrag zur Entwicklung eines rechtsstaatlichen Strafrechts in Georgien" პროფესორ დეტლეფ კრაუსის ხელმძღვანელობით და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ.

1998–2005 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტი და იუსტიციის სასწავლო ცენტრის (შემდგომში, სამოსამართლო სწავლების) ცენტრის ლექტორი და გამგეობის წევრი; ამავე პერიოდში სასწავლო ვიზიტებით იმყოფებოდა გერმანიის მოსამართლეთა აკადემიაში (ქ. ვუსტრაუ), ევროპული სამართლის აკადემიაში (ქ. ტრირი), გერმანიის ფედერალურ საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებში, შვეიცარიის უზენაეს სასამართლოში, საერთაშორისო და ევროპულ სასამართლოებში; 1998–2001 წწ. საქართველოს სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის სისხლის სამართლის კოდექსის პროექტის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის წევრი; 1999–2001 წწ. მონაწილეობდა ევროკავშირის ტასისის (TACIS-EU) პროექტში სამოსამართლეო სწავლების საკითხების ექსპერტად, სისხლის სამართლის მიმართულებით; 1999–2006 წწ. იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; 2000–2005 წწ. - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე; 2001–2003 წწ. იგი თანამშრომლობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებასთან (რომის სტატუტთან) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობისა და რომის სტატუტის იმპლემენტაციის საკითხებში (გერმანელ პროფესორ კლაუს კრესთან ერთად); 2002 წელს მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში (ქ. ფრაიბურგი) ჩაატარა სამეცნიერო კვლევა საერთაშორისო სისხლის სამართალში; 2001–2004 წწ. ხელმძღვანელობდა უშიშროებისა და სამართალდაცვის სისტემის ორგანოების ინსტიტუციური რეფორმის სახელმწიფო კომისიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტის შემმუშავებელ სამუშაო ჯგუფს; 2004 წლის დეკემბერში მონაწილეობდა მსოფლიოს სასამართლოთა თავმჯდომარეების მე-5 საერთაშორისო კონფერენციაში (ქ. ლაქნაუ, ინდოეთი); 2005–2008 წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2008–2009 წწ. ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევით პროექტს "ევროპული სისხლის სამართლის განვითარებისათვის საქართველოში"; 2008 წელს მონაწილეობდა ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) მიერ ევროკავშირის ჩარჩო-გადაწყვეტილებებთან ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის დადგენაში; 2007–2012 წწ. იყო საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი და სისხლის სამართლის დეპარტამენტის უფროსი; 2003-2010 წწ. სამეცნიერო მივლინებებით იმყოფებოდა ბერლინის, იენის და ბაზელის უნივერსიტეტებში; 2006-2011 წწ. მონაწილეობდა იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტსა და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტთა თანამშრომლობით განხორციელებულ ფოლკსვაგენის ფონდის სისხლის სამართლის სამეცნიერო პროექტში; 2011-2013 წწ. მუშაობდა ბერლინის ჰუმბოლდტის, იენის ფრიდრიხ შილერის და კიოლნის უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების სამეცნიერო ინსტიტუტებში, მოწვეული პროფესორის სტატუსით, ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის სამეცნიერო ფონდის კვლევითი სტიპენდიით; 2012 წლიდან იყო საქართველოს სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრი; 2013 წლიდან იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი და შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი; 2015 წლის 20 მარტს მ. ტურავა საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად; ამავე წლის 30 მარტს, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას; 2016 წლის 2 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად; 2018 წლის 12 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ; 2020 წლის 25ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 5 წლის ვადით აირჩია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი, მათშორისაა: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო" (2005), "ევროპული სისხლის სამართალი" (2010), "დანაშაულის მოძღვრება" (2011), "სისხლის სამართალი. ზოგადი ნაწილის მიმოხილვა" (მე-9 გამოცემა, 2013), "საერთაშორისო სისხლის სამართლის საფუძვლები" (2015); იგი ასევე არის "საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის" სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე, "გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალის" (DGStZ) გამომცემელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი, ჟურნალ "სამართალი და მსოფლიოს" სარედაქციო კოლეგიის წევრი, ჟურნალ "Kriminalpolitische Zeitschrift"-ის (KriPoZ) საერთაშორისო სარედაქციო კოლეგიის წევრი. პროფესორი.

Member of Organizations

  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, თავმჯდომარე (2020-)
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, წევრი (2015-)

Bibliography


Share: