The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ხუბუა

გიორგი ხუბუა
Date of birth:7 January, 1964  (60 years)
Category:Lawyer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი უშაფათი, სენაკის რაიონი.

დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი "სამართალმცოდნეობის" სპეციალობით 1985 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის სპეციალობით 1990 წელს.

1991-1998წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1998 წლიდან – ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1999 წლიდან – ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 2005 წლიდან – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მეთოდების, სამართლის ფილოსოფიისა და სამართლის სოციოლოგიის პროფესორი; 2006-2010წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2010-2012წწ. - ფრიდრიხ-შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი (გერმანია); 2012-2013წწ. - ბამბერგის უნივერსიტეტი (გერმანია), პროფესორი; 2013 წლიდან - გერმანულ-ქართული სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი; მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტის მიმართულების "ენერგია და გეოპოლიტიკა" აკადემიური ხელმძღვანელი. 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კანონის კონცეფცია სამართლებრივ სახელმწიფოში", დაიცვა 1991 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფეოდალიზმი, როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი", დაიცვა 2001 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.562; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

Member of Organizations

  • კანონმდებლობის ხელშემწყობი ევროპული საზოგადოება, წევრი
  • პოლიტიკურ მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • სამართლის ფილოსოფიის, თეორიისა და სამართლის სოციოლოგიის საერთაშორისო გაერთიანება, წევრი

Bibliography


Share: