The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დალი ფანჯიკიძე

დალი ფანჯიკიძე
Legal name:დალი კოკაია
Date of birth:23 March, 1937
Date of death:25 April, 2018  (at 81 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Scientist, Translator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1959 წელს.

1959–1961წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის თანამშრომელი; 1961–1972წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის კათედრის მასწავლებელი, 1973–1993წწ. დოცენტი, 1993–1995წწ. პროფესორი, 1995–2005წწ. კათედრის გამგე. თარგმნილი აქვს თომას მანის: "ბუდენბროკები"(1970), "ჯადოსნური მთა"(1978, 1984), "ყალთაბანდ ფელიქს კრულის აღსარება"(1995); უ. პლეცდორფის "ახალგაზრდა ვ.–ს ვნებანი"(1982); გოეთეს "პოეზია და სინამდვილე"(2002); ჰ. ჰესეს "ფიქრი და განსჯა"(1996); გრ. რობაქიძის ესე "ადოლფ ჰიტლერი უცხიელი მწერლის თვალით"(2007) და სხვა. არის მთარგმნელი, გერმანისტი, პროფესორი (1993); წერილებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. მონაწილეა მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა. 2003 წელს გახდა საუნივერსიტეტო პრემიის ლაურეატი. ცნობილი ქართველი მწერლის, გურამ ფანჯიკიძის მეუღლე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გერმანული და ქართული ენების შეპირისპირებითი სტილისტიკის საკითხები და მხატვრული თარგმანის პრობლემა", დაიცვა 1970 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სტილის ეკვივალენტობის პრობლემა მხატვრულ თარგმანში", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.39

Member of Organizations

  • გოეთეს საერთაშორისო საზოგადოება, წევრი (1985-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1986-)

Awards and Honors

  • 2004 - პრემია "საგურამო"
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1983 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია

Bibliography


Share: