შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დალი ფანჯიკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1959 წელს. 1959–1961წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის თანამშრომელი; 1961–1972წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის კათედრის მასწავლებელი, 1973–1993წწ. დოცენტი, 1993–1995წწ. პროფესორი, 1995–2005წწ. კათედრის გამგე. თარგმნილი აქვს თომას მანის: "ბუდენბროკები"(1970), "ჯადოსნური მთა"(1978, 1984), "ყალთაბანდ ფელიქს კრულის აღსარება"(1995); უ. პლეცდორფის "ახალგაზრდა ვ.–ს ვნებანი"(1982); გოეთეს "პოეზია და სინამდვილე"(2002); ჰ. ჰესეს "ფიქრი და განსჯა"(1996); გრ. რობაქიძის ესე "ადოლფ ჰიტლერი უცხიელი მწერლის თვალით"(2007) და სხვა. არის მთარგმნელი, გერმანისტი, პროფესორი (1993); წერილებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. მონაწილეა მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა. 2003 წელს გახდა საუნივერსიტეტო პრემიის ლაურეატი. ცნობილი ქართველი მწერლის, გურამ ფანჯიკიძის მეუღლე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გერმანული და ქართული ენების შეპირისპირებითი სტილისტიკის საკითხები და მხატვრული თარგმანის პრობლემა", დაიცვა 1970 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სტილის ეკვივალენტობის პრობლემა მხატვრულ თარგმანში", დაიცვა 1992 წელს. წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.39 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |