The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე კუბლაშვილი

კონსტანტინე კუბლაშვილი
Date of birth:30 March, 1973
Date of death:15 August, 2023  (at 50 years)
Category:Public official, Lawyer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით 1995 წელს; ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) იურიდიული ფაკულტეტის მსმენელი, სადაც მოამზადა სადიპლომო ნაშრომი - "გერმანიის ფედერალიზმის პრინციპები" (1995 წლის აპრილიდან - სექტემბრამდე).

1995 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იურისტად; 1996-1997წწ. იყო საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციის ჯგუფის მთავარ სპეციალისტად, ხოლო 1997-1998წწ. ამავე დეპარტამენტის კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილების გამგედ; 1998-2000წწ. იყო ჰანოვერის უნივერსიტეტის (გერმანია) დოქტორანტი, სადაც დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა "სამართლის დოქტორის" (Dr.jur) სამეცნიერო ხარისხი; 2000 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად; 2000-2002წწ. იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს საპარლამენტო მდივანი; 2002-2004წწ. იურიდიულ ფირმაში "ქართველი ადვოკატები სამართლიანობისათვის" იურისტი; 2004-2005წწ. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარებისა და რეფორმების ფონდის ჯერ მეურვეთა საბჭოს წევრი, ხოლო შემდეგ ფონდის დირექტორი; 2005-2015წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. არის 40–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის: "საქართველოს კონსტიტუციური გადასინჯვის მექანიზმი" (1992), "საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია და ქვეყნის ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა" (1995), "საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემები" (1996), "მოსაზრებები საქართველოს მომავალი ტერიტორიულ–სახელმწიფოებრივი მოწყობის თაობაზე" (1999), "რელიგიის თავისუფლება" (2003).

სადოქტორო დისერტაციის თემა – "ტერიტორიული დანაწილება და ეროვნული ინტეგრაცია. ესპანეთის, გერმანიის და საქართველოს კონსტიტუციურ–სამართლებრივი განვითარების შედარება".

წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლო: supremecourt.ge

Bibliography


Share: