Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლალი ფაფიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1994 წელს. 1996–2000წწ. იყო საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონების კომიტეტის უფროსი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი; 2000–2001წწ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი; 2001–2003წწ. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი თანაშემწე; 2003–2004წწ. პროტოკოლის განყოფილების გამგე; 2004-2007წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2006-2007წწ. იყო რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი; 2006 წლიდან არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრი; 2006-2011წწ. იყო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრი; 2008-2011წწ. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის წევრი; 2008-2013წწ. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე; 2011 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი, სისხლის საპროცესო სამართლის ცენტრის ხელმძღვანელი; 2007-2017წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი (2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად); 2016 წლის 2 ნოემბერიდან 2018 წლის 1 იანვრამდე სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ; 2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი და ერთი მონოგრაფია; არის ორი სახელმძღვანელოს თანაავტორი. მონაწილეობდა UNCEF-ის (1997), TACIS-ის (1998-1999), TracCC-ის(2002) პროექტებსა და საერთაშორისო კონფერენციებში. მიღებული აქვს შვეიცარიის მთავრობისა და შვეიცარიის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ერთობლივი ყოველწლიური ჯილდო "შვეიცარიის პრიზი საერთაშორისო ურთიერთობებში ლიდერობისათვის" (2006); ახალი ორლეანის საპატიო მოქალაქის წოდება (1999). იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დაცვის პრობლემა სისხლის სამართლის პროცესში", დაიცვა 1997 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.327; საქართველოს უზენაესი სასამართლო: supremecourt.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |