შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კიაზო ფიცხელაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1954 წელს. 1954-1957წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1957-1960წწ. ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ- თანამშრომელი; 1960-1968წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1969-2000წწ. განყოფილების გამგე; 2006 წლიდან ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2009 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ემერიტუსი; 2008 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის კონსულტანტი. 1960 წლიდან ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი; 1972 წლიდან ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი; მეცნიერული ინტერესების სფერო: კავკასიის არქეოლოგია, ბრინჯაოს ხანის კულტურათა გენეზისი, ქრონოლოგია, პერიოდიზაცია, საქართველოში სახელმწიფოებრიობის სათავეების კვლევა არქეოლოგიური მასალების მიხედვით. არის 170–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები", დაიცვა 1972 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |