The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არჩილ ფრანგიშვილი

არჩილ ფრანგიშვილი
Date of birth:13 April, 1961  (63 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1983 წელს.

1987–1988წწ. საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1988–1990წწ. სექტორის და ლაბორატორიის გამგე; 1990–2001წწ. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1993 წლიდან კომპიუტერული სისტემების და ქსელების კათედრის პროფესორი; 1992-2005წწ. კომპიუტერული და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელი; 2005–2008წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე; 2002–2005წწ. საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული ენერგეტიკის სფეროში. 2009-2019წწ. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. არის 120 სამეცნიერო ნაშრომის, 9 მონოგრაფიისა და 7 სახელმძღვანელოს ავტორი; მეცნიერების, ტექნიკის და ტექნოლოგიების განვითარებაში აღიარებული წვლილისთვის, აგრეთვე საერთაშორისო საინჟინრო თანამეგობრობის განმტკიცებისთვის საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტთა საბჭოს დადგენილებით მიენიჭა მე-20 საუკუნის გამოჩენილი ინჟინრის წოდება (2000), მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების მედალი, მეცნიერებაში მიღწეული წარმატების თვის (2005). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "უჯრედოვან ავტომატებზე ინფორმაციის წარმოდგენის და პარალელური დამუშავების პრინციპების შემუშავება" დაიცვა, 1992 წელს. 

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.392

Member of Organizations

  • საერთაშორისო ინფორმატიზაციის აკადემია, ნამდვილი წევრი (1994-)
  • საერთაშორისო საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1995-)
  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, ნამდვილი წევრი (2002-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1997-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, პრეზიდენტი (2007-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1996-)

Awards and Honors

  • 2012 - საქართველოს ეროვნული პრემია
    მეცნიერების და ტექნიკის დარგში ბიომეტრიული კომპიუტერული ტექნოლოგიების დამუშავებისა და დანერგვისათვის
  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1996 - ღირსების მედალი
  • 1990 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (მიკროპროცესორული ქსელური სტრუქტურების დამუშავებისა და სერიულ წარმოებაში დანერგვისათვის)

Bibliography


Share: