Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გელა ლეჟავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს. 1960-1973წწ. იყო კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1973-1978წწ. მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცკ სხვადასხვა თანამდებობაზე; 1978-1986წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი; 1986-1993წწ. ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტუს ნარკოლოგიის მედიკო–ბიოლოგიურ პრობლემათა განყოფილების გამგე; 1993-2001წწ. ახლად დაარსებული ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 2000 წლიდან არის ახლად დაარსებული ნარკოლოგიის კათედრის გამგე; 2008 წლიდან ჯანმრთელობის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციისა და ნარკოლოგიური პროგრამების კოორდინატორი. არის სრული პროფესორი. 6 მონოგრაფიისა და 85–მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის: "Электрофизиологическое исследование механизмов привыкания зрительной системы" (1968), "საზოგადოებრივი ჯანდაცვა საბჭოთა საქართველოში" (1984), "მავნე ჩვევიდან დაავადებამდე"(1986), "ნარკომანიის მედიკო–ბიოლოგიური და ფილოსოფიურ–ზნეობრივი ასპექტები" (1995), "ნარკოლოგია" (2001), "ნარკომანია, ფენომენის ანალიზი" (2003). დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია 1965 წელს და სადოქტორი დისერტაცია 1973 წელს. აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტმა 2001 წელს მიანიჭა "წლის ადამიანის" წოდება. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში, 2009 = Who is who in Georgia, 2009.-თბ.,2009.-გვ.251; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.63; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.342 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |