The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იური კაჭარავა

იური კაჭარავა
Date of birth:22 March, 1913
Date of death:22 February, 1994  (at 80 years)
Category:Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, მარტვილის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1937 წელს.

1938 წლიდან თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობდა მარქსიზმ-ლენინიზმის საფუძვლებს, სკკპ ისტორიას, სსრკ ისტორიასა და ქართული ისტორიოგრაფიის კურსს. 1946-1954წწ. იყო მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში. 1954-1958წწ. სკკპ ცკ-თან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია. 1958 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის საქართველოს ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი. მუშაობდა XIX-XXსს. საქართველოს ისტორიის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორიის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის, ეროვნული საკითხის თეორიისა და ისტორიის და ქართული ისტორიოგრაფიის საკითხებზე.

წყარო: პრინციპული - მეცნიერებაში, უკომპრომისო - საქმეში : აკადემიკოსი იური კაჭარავა - 100 // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2013. - 22 მარტი. - N53 (7180). - 7გვ.; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: tsu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1988-)

Awards and Honors

  • 1965 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: