The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამილა ღვინიანიძე

თამილა ღვინიანიძე
ოფიციალური სახელი:თამარ ღვინიანიძე
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1952  (73 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მკვლევარი, ჟურნალისტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიური ფაკულტეტი; სწავლობდა სულხან-საბას უნივერსიტეტის მიზნობრივ ასპირანტურაში.

1975 წლიდან არის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი; 1988–2005წწ. იყო აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, პედაგოგიკის დეპარტამენტის პროფესორი. 2002 წლიდან არის ტელე–რადიო კომპანია "რიონის" მფლობელი და გენერალური დირექტორი. იყო ავტორი გადაცემებისა: "ავტოგრაფი"(2002–2006), "საუბრები ლიტერატურაზე"(2007–2009), "ავაღორძინოთ ქართული სულიერება"(2009-2011). უძღვება საზოგადოებრივ პროგრამას "საუბრები მამაპაპურ ბუხართან"; 2010-2011წწ. თურქეთში მცხოვრებ ქართველებზე შექმნა ათი დოკუმენტური ფილმი; არის 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოების: "მეტყველების კულტურა"(1999), "დაწყებით სკოლაში ქართული ლიტერატურის სწავლების თეორიული კურსის" (2018) ავტორი; ავტორია დოკუმენტური ფილმისა სვანეთზე "სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ." აკადემიური დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "დავით კლდიაშვილის ცხოვრება და შემოქმედება სკოლაში", დაიცვა 1981 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნიუპორტ-ქუთაისის ასოციაცია, წევრი (2002-2015)
  • რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია , წევრი (2002-2015)
  • საზოგადოება "ასი ქართველი ქალი", წევრი (2007-)
  • საზოგადოება "ბაღის კიდე", პრეზიდიუმის წევრი (2002-)
  • საზოგადოება "ქუთაისელი", პრეზიდიუმის წევრი (2002-)
  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია , აკადემიკოსი (2002-)
  • საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და ხელოვანთა აკადემია, წევრი
  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (2001-)
  • ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის პატივგების კომისია, წევრი (2008-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • 2015 - საქართველოს სტატისტიკური კვლევების სამეცნიერო-საინფორმაციო ცენტრის(ნბრ) ორდენი, "ეკონომიკის ვარსკვლავი"
  • 2015 - იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის და აიპ "მე დავბრუნდები" -ს დიპლომი , "ყველაზე წარმატებული ქალი მედიაში"
  • 2011 - აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტი, საქართველოს წლის ადამიანი
  • 2010 - ინგლისის ბიოგრაფიის ინსტიტუტი, საერთაშორისო ადამიანის წოდება
  • 2010 - აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტი, ოქროს მედალი
  • 2010 - აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტი, საქართველოს წლის ადამიანი
  • 2009 - აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტი, საქართველოს წლის ადამიანი
  • 2007 - ქუთაისის საპატიო მოქალაქე
    ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობის, სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში განსაკუთრებული წვლილის, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში ღვაწლის, ქვეყნისა და ქალაქის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის
  • ღირსების ორდენი
  • საერთაშორისო ელჩის წოდება (2009-2010-2011)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: