Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელგუჯა მაკარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოლადაური, შუახევის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1986 წელს; ასპირანტურა (1989). 1980-1981წწ. კ. მარქსის სახელობის ოლადაურის კოლმეურნეობის წევრი; 1986-1989წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილება, ასპირანტი; საქართველოს ზოოვეტინსტიტუტი, ქართული მეტყველების კულტურის და ენების კათედრა, ასისტენტი (1991); 1991-1996წწ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის კათედრა, დოცენტი; 1996-2000წწ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის კათედრა, დოცენტი; 2000-2005წწ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის კათედრა, კათედრის გამგე; 2005-2008წწ. საქართველოს მე–6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №82 შუახევის საარჩევნო ოლქიდან; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №82 შუახევის საარჩევნო ოლქიდან. ფილოლოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნოვერსიტეტის სრული პროფესორი (2005). .საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ქართული ხალხური საგმირო პოეზიის მხატვრულ–გამომსახველობითი ხერხები", დაიცვა 1991 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015. გვ.231 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |