შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ ღლონტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ნინოშვილი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1970 წელს. 1964–1968წწ. იყო სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტის მეაპარატე; 1972–1988წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1988–1991წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1991–1992წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1992– 2006წწ. დირექტორის მოადგილე. 2006 წლიდან არის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია გამოგონების – "მაიონიზებელი გამოსხივების პროპორციული მთვლელის ელექტრონული ინტერფეისი"(2003) და შემეცნებით–პოპულარული ბროშურისა "როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის შემთხვევაში"(2005). სადოქტორო დისერტაციის თემა - "კოსმოსური სხივების ნეიტრონული კომპონენტის ბარომეტრული ეფექტი და მონაცემების დამუშავების ავტომატიზირებული სისტემა ეგმ–ის ხაზზე", დაიცვა 1984 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |