The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლანა ღოღობერიძე

ლანა ღოღობერიძე
Date of birth:13 October, 1928  (95 years)
Category:Diplomat, Translator, Educator, Politician, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს; კინომატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1958 წელს.

1953–1954 წწ. იყო ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი; 1958 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი რეჟისორი; 1982 წლიდან კინოსტუდია "დროს" სამხატვრო ხელმძღვანელი; 1983–1988 წწ. თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინო–სარეჟისორო სახელოსნოს პედაგოგი. არის რეჟისორი ფილმებისა: "გელათი", "თბილისი 1500 წელი", "ერთი ცის ქვეშ", "მე ვხედავ მზეს", "როცა აყვავდა ნუში" და სხვა. გამართული აქვს 3 პერსონალური გამოფენა: თბილისში (1997), სტრასბურგში (2001), ევროსაბჭოში (2005); საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არაერთგზის დეპუტატი; 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო  საბჭოს წევრი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით1999-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ევროსაბჭოში; 2004 წელს დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საფრანგეთში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში (1999-2005), საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში (2006-2009); გამოცემულია მისი ტილოების კატალოგი "განვლილი გზა". ავტორია მონოგრაფიისა უოლტ უიტმენის შესახებ (1955). ნათარგმნი აქვს უოლტ უიტმენის, თაგორის, ვერლენის, ახმატოვას, პასტერნაკის ლექსები. არის არაერთი კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებული, მათ შორის: საკავშირო კინოფესტივალის პრემია საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის ფილმისთვის "როცა აყვავდა ნუში" (1973); სან–რემოს  საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი ფილმისთვის "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (1979), საკავშირო კინოფესტივალის პრემია საუკეთესო ფილმისთვის "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (1979), კანის კინოფესტივალის მაყურებლის პრიზი ფილმისთვის "დღეს ღამე უთენებია" (1982), საკავშირო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი ფილმისთვის "დღეს ღამე უთენებია" (1984), ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის ფილმისთვის "ორომტრიალი" (1987); ჟენევის საერთაშორისო კინოფესტივალის, პარიზის საერთაშორისო კინოფესტივალის, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი; ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზი "ოქროს ზღვის ცხენი" (2015). 2016 წელს შტუტგარტში ჩატარდა მისი ფილმების ჩვენება, სადაც აფიშაზე "ლეგენდარული ლანა ღოღობერიძე" უწოდეს. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უოლტ უიტმენის ლექსის სოციალური ბუნება", დაიცვა 1954 წელს.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.getopnews.com.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 346; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.288; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.161

Member of Organizations

  • ევროპის კულტურის ასოციაცია (SEC) პრეზიდიუმი, წევრი
  • ევროსაბჭოში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, თავმჯდომარე (1996-1999)
  • მსოფლიოს კინემატოგრაფისტ ქალთა საერთაშორისო ასოციაცია (KIWI), თავმჯდომარე (1988-1995)
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, მდივანი
  • საქართველოს კინო აკადემია, ბორდის წევრი
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ლიბერალები", თავმჯდომარე (1992-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის კულტურის კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი, თავმჯდომარე (1995-1999)
  • ხელოვან ქალთა საეთაშორისო ასოციაცია, საპატიო პრეზიდენტი

Awards and Honors

  • 2018 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული კინემატოგრაფიის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1980 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    ფილმისთვის "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე"
  • საფრანგეთის ღირსების ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • ხელოვნების ქურუმი

Bibliography


Share: