Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლაურ მანაგაძე
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ი. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს. 1970-1972წწ. მუშაობდა სსრკ სამედიცინო აკადემიის ორგანოთა გადანერგვის ლაბორატორიის უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1972-1974წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1974-1984წწ. ექსპერიმენტული ლაბორატორიის ხელმძღვანელად; 1984-1985წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1985-2000წწ. ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ინსტიტუტის დირექტორად; 1991-1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი; 1998 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის უროლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; 2000-2004წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2019წწ. საქართველოს სახელმწიფო ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი. არის ერთი სახელმძღვანელოსა და 300–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "თირკმლის კონსერვაცია ჰიპოთერმიისა და ჰიპერბარიული ოქსიგენაციის მეთოდების გამოყენებით", დაიცვა 1971 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ბავშვთა თირკმლების გადანერგვა ზრდასრულ რეციპიენტებში", დაიცვა 1981 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ. 235; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.179; ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ცენტრი: urologycenter.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.235; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.63 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |