The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით გეფერიძე

დავით გეფერიძე
Date of birth:28 May, 1979  (44 years)
Category:Lawyer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით 2001 წელს. 2003–2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სახელმწიფო და სამართლის ინსტიტუტის იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მაძიებლი. 2006-2009წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურა.

2001–2006წწ. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის იურიდიული სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი, 2006-2014წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის იურიდიული სამსახურის უფროსი. 2002 წელს იმყოფებოდა ქ. მოსკოვში, სადაც მიიღო იკაოს - სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო სერტიფიკატი, 2003 წელს მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში გაიარა ტრეინინგის კურსი, მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი - "საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოება, ლიცენზირება" და "აეროპორტების მენეჯმენტი", 2005 წელს ქ. მოსკოვში მონაწილეობდა XV საერთაშორისო სესიაზე "ადამიანის უფლებების დაცვა და ტოლერანტობა" და მიიღო საერთაშორისო სერტიფიკატი. 2006-2007წწ. ქ. კენტშინში (პოლონეთი) გაიარა სასწავლო კურსი, მიიღო შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატები "საზღვრის დაცვის სამართლებრივი ასპექტები" და "ევროკავშირის საზღვრებზე სასაზღვრო პროცედურები", 2011 წელს მოლდოვაში დაესწრო სემინარს და მიიღო სერტიფიკატი "ევროკავშირის პრაქტიკა ერთობლივ პატრულირებაზე და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები". გამოქვეყნებული აქვს 50 სამეცნიერო ნაშრომი და ხუთი წიგნი. 2009 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს მიერ მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2010 წლიდან დღემდე ამავე ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრია.

Member of Organizations

  • ა(ა)იპ - საერთაშორისო სამართლის ასოციაცია, თავმჯდომარე (2005-)
  • ა(ა)იპ - საქართველოს უნივერსიტეტების ასოციაცია, თანადამფუძნებელი (2013-)
  • აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2016-)
  • საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2016-)

Bibliography


Share: