The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გუგული მაღრაძე

გუგული მაღრაძე
Date of birth:9 April, 1945  (79 years)
Category:Scientist, Educator, Politician, Psychologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1968 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1974 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისმცოდნეობის ფაკულტეტი 1997 წელს.

1964-1968წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლი; 1964-1969წწ. დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდიანტი; 1978-1981წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის არასრულწლოვანი დამნაშავეების ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე; 1992-1998წწ. ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის პრესსამსახურის უფროსი; 1994-1997წწ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგე; 1995-1998წწ. საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის პრორექტორი; 1981-2001წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2000-2001წწ. აშშ-ს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი; 2001-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის გამგე; 2006 წლიდან არის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, კონფლიქტოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამრნტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. არის 2 მონოგრაფიის – "სოციალური ჯგუფისადმი განწყობა და კონფორმულობა" (1980); "სოციალური გავლენების ფსიქოლოგია" (2007) და სახელმძღვანელოს – "კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობის მშენებლობა"(2005) ავტორი. მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის პრემია - "წლის საუკეთესო თანამშრომელი" (1978). ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისეტაციის თემა – "სოციალური ჯგუფისადმი განწყობა და კონფორმულობა", დაიცვა 1976 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "მრავლესობის და უმცირესობის ურთიერთობის ფსიქოლოგიური კანონზომიერებები", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 239

09/2006 - დღემდე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, სრული პროფესორი, სოციალური პოლიტიკურ მეცნ. ფაკულტეტი  - See more at: http://www.parliament.ge/index.php?option=com_k2&view=item&id=207:maghradze-guguli&lang=ge#sthash.s5n3P14R.dpuf
09/1981 - 06/2002 თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი; პროფესორი - See more at: http://www.parliament.ge/index.php?option=com_k2&view=item&id=207:maghradze-guguli&lang=ge#sthash.s5n3P14R.dpuf
09/1981 - 06/2002 თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი; პროფესორი - See more at: http://www.parliament.ge/index.php?option=com_k2&view=item&id=207:maghradze-guguli&lang=ge#sthash.s5n3P14R.dpuf
09/1981 - 06/2002 თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი; პროფესორი - See more at: http://www.parliament.ge/index.php?option=com_k2&view=item&id=207:maghradze-guguli&lang=ge#sthash.s5n3P14R.dpuf
09/1981 - 06/2002 თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი; პროფესორი - See more at: http://www.parliament.ge/index.php?option=com_k2&view=item&id=207:maghradze-guguli&lang=ge#sthash.s5n3P14R.dpuf
09/1981 - 06/2002 თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი; პროფესორი - See more at: http://www.parliament.ge/index.php?option=com_k2&view=item&id=207:maghradze-guguli&lang=ge#sthash.s5n3P14R.dpuf

Member of Organizations

  • აშშ სამეცნიერო და სასწავლო პროგრამების მონაწილეთა ასოციაცია, პრეზიდენტი (1998-)
  • გამოყენებითი ფსიქოლოგიის მსოფლიო ასოციაცია, წევრი
  • მსოფლიო ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია, წევრი
  • პოლიტიკური ფსიქოლოგიის მსოფლიო ასოციაცია, წევრი
  • საერთაშორისო ცენტრი "განათლება მშვიდობისათვის", პრეზიდენტი (2002-)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია , წევრი (2006-2007)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი , წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე–6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე–6 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე–6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2007)
  • საქართველოს მე–8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე–8 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე (2013-2016)
  • საქართველოს მე–8 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი , წევრი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2015-2016)
  • საქართველოს მე–8 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2012-2013)
  • საქართველოს მე–8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე–8 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2012-2016)
  • საქართველოს მე–8 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, თავჯდომარის პირველი მოადგილე (2012-2013)
  • საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ქალთა პარტია- "სამართლიანობისა და თანასწორობისათვის", თავმჯდომარე (2008-)
  • საქველმოქმედო ასოციაცია "მეგზური–პრომეთე", ვიცე–პრეზიდენტი (1990-1998)
  • ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის პოლიტიკური საბჭო, წევრი

Bibliography


Share: