The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მზექალა შანიძე

მზექალა შანიძე
Date of birth:16 January, 1926  (98 years)
Category:Linguist, Scientist, Politician, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1948 წელს.

1953 წლიდან  ეწეევა სამეცნიერო - პედაგოგიურ საქმიანობა, სთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი (1981 წლიდან); 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); არის 100 სამეცნიერო ნაშრომის, თარგმანებისა და მონოგრაფიების ავტორი. მათ შორის: "ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი"(1990), "ცხოვრება მეფეთ–მეფე დავითისა"(1992), "ახლადაღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა"(სამენოვანი წიგნის ინგლისური ნაწილის თარგმანი, ათენი, 2005); სამეცნიერო ინტერესების სფეროები: ქართული ენის ისტორია, ლექსიკოლოგია, ტექსტოლოგია, ბიბლიური ფილოლოგია190 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 8 წიგნის ავტორი. 2019 წლის 15 იანვარს ჩოხოსანთა დასისა და ფონდ "ქართველისგან" გადაეცა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბრწყინვალების ორდენი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფარინგალური ბგერები ძველ ებრაულ ენაში", დაიცვა 1951 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები", დაიცვა 1974 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.geწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.319; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.355

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1997-2013)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2013-)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

Awards and Honors

  • 2015 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული მეცნიერების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1990 - აკაკი შანიძის სახელობის პრემია

Bibliography


Share: