შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ მახარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფაჩხა, ხულოს რაიონი. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით 1970 წელს. 1970-2011წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მევნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ქართული ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი (1994 წლიდან); 2004 წლის თებერვალი-აპრილი საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; 2008-2012წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2013 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის პროფესორი. მუშაობს შუა საუკუნეების ფილოსოფიის, ქართული ფილოსოფიის ისტორიის, კულტურის ფილოსოფიისა და რენესანსის პრობლემებზე. მის ნაშრომებში გამოკვლეულია არეოპაგიტიკის ფილოსოფიური წყაროები და ძირითადი პრობლემები, არეოპაგიტიკის გავლენები და არეოპაგიტული მისტიციზმის ფილოსოფიური ხასიათი. მისი აზრით, მისტიციზმის საფუძველი არ არის პირველმიზეზის (ღმერთის) ის უარყოფითი დახასიათება, რომელიც უპირისპირდება დადებითს. კატაფატიკა და აპოფატიკა პირველ რიგში ცოდნის მეთოდებია. მისტიციზმზე გადასვლა იწყება მას შემდეგ, როდესაც აღმოჩნდება, რომ ცოდნის მეთოდები უძლურია პირველსაწყისის წვდომისათვის. არეოპაგიტიკაში მისტიციზმის საფუძველია აბსოლუტური ნეგაცია. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ნეოპლატონიზმის მნიშვნელობას შუა საუკუნეების აზროვნებისა ზოგადად და, კერძოდ, ქართულ სააზროვნო ვითარებისათვის, რაც დასტურდება ბერძნული წყაროებით, კოლხეთის რიტორიკული სკოლითა და ამ პერიოდის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის - ბაკურის ფილოსოფიური შეხედულებებით. ნეოპლატონიზმის გავლენა ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაზე ქართული ნეოპლატონიზმის ჩამოყალიბებით დასრულდა. ნაყოფიერად მუშაობს პუბლიცისტიკაში, გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატია. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (2002). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.122-123; საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 244; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.59; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.620 ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - See more at: http://www.parliament.ge/index.php?option=com_k2&view=item&id=209:makharadze-mikeil&lang=ge#sthash.gf0yHUIn.dpuf
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - See more at: http://www.parliament.ge/index.php?option=com_k2&view=item&id=209:makharadze-mikeil&lang=ge#sthash.gf0yHUIn.dpuf
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |