Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რომან შაქარიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს. 1968 წელს იყო რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მედიცინის სანიტარული ნაწილის ნევროპათოლოგი; 1968–1973წწ. ნევროლოგიის ინსტიტუტის უმცროსი და 1973–1983წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, კლინიკური ნევროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1989–2002წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე 2002 წლიდან; 1999–2004წწ. სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორი და ნეირომედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი; არის ნეირომედიცინის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი; 1996 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნევროლოგიის კათედრის გამგე. არის 460–მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - " სისხლძარღვოვანი ეტიოლოგიის ეპილეფსიის კლინიკო–დიაგნოსტიკური და პათოფიზიოლოგიური ასპექტები", დაიცვა 1973 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნერვული სისტემის ზეჟანგ ლიპიდურ დაზიანებათა კლინიკო–დიაგნოსტიკური და თერაპიული ასპექტები", დაიცვა 1988 წელს მოსკოვში. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |