Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დამანა მელიქიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტი 1962 წელს. 1966-1967წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის მასწავლებელი, 1968-1969წწ. უფროსი მასწავლებელი, 1969-1989წწ. დოცენტი; 1986-1993წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1989 წლიდან არის პროფესორი; 1988 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი, 1995-1998წწ. ბიზანტინოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1998-1999წწ. "ქართული ზმნის კატეგორიების ტიპოლოგიურ-სემანტიკური მიმართულებანი ევროპული ზმნის შესაბამის კატეგორიებთან" - პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი(საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი); 1999-2002წწ. გელათის სკოლის ტექსტების ელექტრონული ვერსიის მომზადება - ქვეპროექტის ხელმძღვანელი(ARMAZI: "Caucasian Languages and cultures: Electronic documentation"); 2006-2009წწ. "ძველქართულ-ბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი -პრექტის ავტორი და ხელმძღვანელი(ქართველოლოგიის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფონდი - რუსთაველის ფონდი); 2006 წლიდან – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა, მათ შორის: "იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ შრომათა ენა და სტილი"(1975); "ახალმოწამენი. მღვდელი სიმონ მჭედლიძე"(1995); "იოანე პეტრიწი. განმარტება პროკლე დიადოხოსის ღვთისმეტყველების საფუძვლებისა" - თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოიღო, გამოკვლევა და შენიშვნები დაურთო დ. მელიქიშვილმა(1999); "ძველი ქართული ფილოსოფიურ–თეოლოგიური ტერმინოლოგიის ისტორიიდან"(1999, 2009); "ქართული ზმნის უღლების სისტემა"(2001); "The Georgian verb: A morphosyntactic analysis"(2008). წლის საუკეთესო საგანმანათლებლო და კულტურულ-ჰუმანიტარული პროექტის მომზადებისთვის მიღებული აქვს "VTB ბანკ ჯორჯიას" პრემია "პარნასი" (2007), შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდია (2008), დამსახურებული პროფესორის წოდება (2009). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ შრომათა ენა და სტილი", დაიცვა 1967 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა – "გელათის სალიტერატურო სკოლა და ქართული ფილოსოფიური ენის (ტერმინოლოგიის) ჩამოყალიბების გზები", დაიცვა 1988 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |