შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით შენგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. 1956–1996წწ. იყო გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, 1996 წლიდან განყოფილების გამგე; 1978–1998წწ. საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მინერალოგიის, პეტროლოგიისა და გეოქიმიის კათედრის გამგე და პროფესორი 1998 წლიდან; 1996 წლიდან არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი; 1998 წლიდან ამავე აკადემიის გეოლოგიისა და სამთო საქმის განყოფილების აკადემიკოს–მდივანი. არის 200–მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 8 მონოგრაფიის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დარიალის მასივის პეტროლოგია", დაიცვა 1962 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჩრდილო კავკასიის პალეოზოური გრანიტების პეტროლოგია", დაიცვა 1973 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |