The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგი ჩაგელიშვილი

გოგი ჩაგელიშვილი
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1971 წელს.

გამართული აქვს პერსონალური გამოფენები თბილისში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი(1985), მხატვრის სახლი(1989), თანამედროვე ხელნაწერთა გალერეა(1995), გალერეა "TMS"(1997, 1998, 2003, 2004); გალერეა "შარდენი"(2001), გალერეა "უნივერსიტეტი"(2002), გალერეა "ჩაგელა"(2005); მოსკოვში – ცენტრალური მხატვრის სახლი(1989), გალერეა "გერცევი"(1997); თურქეთი – ანკარა (1990), სტამბოლი(2000, 2006), გალერეა "ნიმი"(საფრანგეთი, 1993); გალერეა "კორა"(1998, კანადა) და სხვა. გამოცემული აქვს მოთხრობების კრებულები, ნამუშევრების ალბომი(2006).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი

ბიბლიოგრაფია

  • კოლექციონერი : მოთხრობები, პიესები (ავტორი). - თბილისი, ჯისიაი, 2008. - 166გვ.. - ISBN: 978-99940-17-81-2
  • მხატვარი (ავტორი). - თბილისი, საარი, 2001. - 228გვ. . - ISBN: 99928-39-46-5

გააზიარე: