The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეო ჩიქავა

ლეო ჩიქავა
Date of birth:20 February, 1928
Date of death:July, 2015  (at 87 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Economist, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კოკი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1950 წელს.

1955–1969წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი, 1974–1983წწ. პოლიტეკონომიის კათედრის გამგე; 1969–1974წწ. უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პოლიტეკონომიის კათედრის გამგე; 1983–1990წწ. ეკონომიკის ინსტიტუტის დიტექტორის მოადგილე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1990–2006წწ. დემოგრაფიული და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი; 1997 წლიდან არის პ. გუგუშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი; 1999 წლიდან სახელმწიფო სამსახურის მართვის, მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის უფროსი. არის 170–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, აქედან – 21 მონოგრაფიის, წიგნისა და ბროშურის ავტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს კვების მრეწველობის ტერიტორიული სპეციალიზაციისა და ეკონომიკური ეფექტიანობის საკითხები", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.371; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com

Member of Organizations

  • ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • მოსკოვისა და თბილისის ეკონომიკური ჟურნალების სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი
  • ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის პალატა, თავმჯდომარე (1993-)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში, სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

Bibliography


Share: